|
2015-09-25 20:53:43, 842 ნახვა
სამართალი
სასჯელაღსრულების სამინისტრო: საქმის ხელახალი გადახედვის მოთხოვნით მოშიმშილე პატიმრების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულების გ.ო.-ს და შ.რ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც საქმის ხელახალი გადახედვის მოთხოვნით 11 დღეა შიმშილობენ, დამაკმაყოფილებელია. მათივე ცნობით, ორივე მათგანი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მსჯავრდებულები შიმშლობის შეწყვეტას ხვალ გეგმავენ. გ.ო. და შ.რ-ს ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტის წინ გამართეს. ისინი საქმის გადახედვას და მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებას მოითხოვდნენ. უწყებაში განმარტავენ, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მსჯავრდებულ შ.რ.-ის საქმის განხილვას 5 ოქტომბრამდე დაიწყებს. რაც შეეხება მსჯავრდებულ გ.ო.-ს, მისი პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი 2017 წლის 30 მარტიდან განიხილება, რადგან მსჯავრდებული 2012 წლის 3 დეკემბრამდე უკვე იყო ნასამართლევი საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მეორე და 187 მუხლის პირველი ნაწილით და მას დაემატა წინა განაჩენით მოუხდელი სასჯელი 4 წლის, 11 თვის და 26 დღის სახით. გ.ო. და შ.რ. მსჯავრდებულები არიან 06.07.2012 წლის ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის(ყაჩაღობა). მსჯავრდებული გ.ო. და შ.რ. 2011 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. ისინი სასჯელს ქსნის #15 დაწესებულებაში იხდიან.
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)