13:13 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-19 18:30:53, 800 ნახვა

სამართალი
წყნეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყნეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, წყნეთში პეინტბოლის ტერიტორიაზე მოზარდი მოკლეს. გამოძახებაზე მისულ სასწრაფო დახმარების ექიმებს ბავშვი მომაკვდავი დახვდათ და ის კლინნიკა დოქტორ ჰაუსში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთი ახალგაზრდა ცეცხსასროლ იარაღს წმენდა, რა დროსაც ტყვია გაუვარდა და ის მოზარდს მოხვდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics