|
2020-09-08 11:25:47, 14365 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენეტებიდან 17-ის მდგომარეობა მძიმე, 3-ის კი კრიტიკულია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 381 პაციენტიდან 17-ის მდგომარეობა მძიმე, 3-ის კი კრიტიკულია. „კოვიდცენრებში 381 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს. მათგან 17 მძიმეთა პაციენტების სიაშია, ხოლო სამი კრიტიკულად მძიმეა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მისივე ინფორმაციით, ინფექციურში მოთავსებული პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენი ინფიცირებულების მდგომარეობა კი, საშუალო სიმსუბუქისაა. „ჩვენთან გუშინ იყო 18 დადასტურებული შემთხვევა, არც გაწერილა ვინმე და არც გამოჯანმრთელებულა. ახალი კოვიდინფიცირებულებიდან ჩვენს კლინიკას ერთი დაემატა და ამ ეტაპზე კლინიკაში 19 ინფიცირებული მკურნალობს. ამ 19 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია და ორი არის მძიმე. დანარჩენი ინფიცირებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)