|
2020-09-07 11:06:14, 7735 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 6 „დონას“ კლასტერია, რვას აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 6 „დონას“ კლასტერია, ერთი მედპერსონალია, ორის ინფიცირების წყარო კი უცნობია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, 34 ახალი შემთხვევიდან 15 პაციენტი ინფიცირებულთან კონტაქტია, 8-ს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ორი შემთხვევა კი, შემოტანილია. „დაგვემატა 34 ახალი შემთხვევა. დღევანდელი მონაცემით გვაქვს 1684 ინფიცირებული. ახალი შემთხვევებიდან 6 არის „დონას“ კლასტერიდან, 15 პაციენტი ინფიცირებულთან კონტაქტია. 8 პაციენტს აქვს აჭარაში მოგზაურობის ისტორია. ერთი გახლავთ სამედიცინო პერსონალი, ორი შემოტანილი შემთხვევაა და ორი ინფიცირების წყარო უცნობია, მიმდინარეობს კვლევა. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 342 პაციენტი მკურნალობს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)