|
2020-09-06 13:57:22, 13562 ნახვა
ომი უკრაინაში
გამყრელიძე - დიდი ალბათობით, ჩვენ ე.წ. ტელევიზიის კლასტერი არ გვექნება
„დიდი ალბათობით, ჩვენ ე.წ. ტელევიზიის კლასტერი არ გვექნება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსი აჭარის ტელევიზიის მხოლოდ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. „აჭარის ტელევიზიაში აქტიურად მუშაობს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური. კარგია, რომ ყველა გამოკვლეული, გარდა ერთი შემთხვევისა, უარყოფითია, მაგრამ მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაკვირვება სჭირდებათ. დიდი ალბათობით, ჩვენ ე.წ. ტელევიზიის კლასტერი არ გვექნება, მაგრამ ეპიდემიოლოგებს თვითიზოლაციაში გადაჰყავთ, ვინც საჭიროა“, – განაცხადა გამყრელიძემ. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი თანამშრომლის COVID-19-ით ინფიცირების გამო არხმა მაუწყებლობა 5 სექტემბერს შეწყვიტა. როგორც ტელევიზიაში განაცხადეს, არხზე საქართველოს პირველი არხის ტრანსლირება მოხდება.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)