09:54 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-22 13:48:46, 1439 ნახვა

კომენტარი
თინა ბოკუჩავა - ბუნკერში გამოკეტილი ივანიშვილი ცეკვა-თამაშის ხასიათზეა, სხვა ადამიანებს კი ლუკმა პურის ფული არ აქვთ

ბუნკერში გამოკეტილი ივანიშვილი ცეკვა-თამაშის ხასიათზეა, სხვა ადამიანებს კი, ლუკმა პურის ფული არ აქვთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, გახარია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არყოფნით ადასტურებს, რომ ის ანგარიშვალდებული არა პარლამენტის, არამედ მოტიკტოკე პატრონის მიმართაა.

„თუ რამეს ითხოვს რეგლამენტი, ეს არის, რომ საგანგებო მდგომარეობის განხილვას უნდა ესწრებოდეს პრემიერ-მინისტრი. მინისტრი ამით ხაზს უსვამს პარლამენტის ბუტაფორიულ ხასიათს და ამბობს, რომ რეალურად ის ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე არ არის, არამედ ბუნკერში გამოკეტილი მოტიკტოკე პატრონის მიმართ არის ანგარიშვალდებული, ამას ამბობს გახარია, როგორც ჩანს მისი აქ არ ყოფნით.

ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია მოგვეცეს საშუალება კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებთ გამოიკვებონ ადამიანები, ადამიანი, როდესაც ქვეყნის პატრონად აცხადებს თავს, ცეკმა-თამაშის ხასიათზეა, ბუნკერში გამოკეტილი, სხვა ადამიანებს ლუკმა პურის ფული არ აქვთ, როგორ აპირებთ გამოიკვებონ ელემენტარულად, ფუფუნების საგნებზე აღარ არის საუბარი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების სამინისტროს ცნობით, სასულიერო პირები საჯარო სკოლებში კლუბებს ხსნიან
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics