01:40 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ვიცე-პრემიერ ჯეჯელავას საქმიანობა საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინაცია და ახალგაზრდული პოლიტიკა იქნება

მესამე ვიცე-პრემიერის თანამდებობა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დაიკავა. 

აბაშიძე: 2008 წელს არც ხელისუფლებამ დააკლო თავისი პოლიტიკით, რომ კატასტროფა მომხდარიყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, 2008 წლის ომთან დაკავშირებით რუსეთსა და საქართველოს შორის რადიკალურად განსხვავებული პოზიციებია. 

„ევროპული საქართველო“ გიგა ოთხოზორიას მკვლელის ინტერპოლით ძებნაზე დასმას ითხოვს

,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო’’ გიგა ოთხოზორიას მკვლელის ინტერპოლით ძებნაზე დასმას ითხოვს.

ჯანელიძე: ვიზალიბერალიზაცია არის საქართველოში მიმდინარე განვითარების პროცესების ბუნებრივი გაგრძელება

„ვიზალიბერალიზაცია არის საქართველოში მიმდინარე განვითარების პროცესების ბუნებრივი გაგრძელება", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ფრანგული არხის "France 24"-ის პირდაპირ ეთერში საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე საუბრისას განაცხადა.
 

ომბუდსმენი: პატრიარქმა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, პატრიარქმა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. 

პატრიარქი მრევლს: სამწუხაროა, რომ საქართველოში არასასიამოვნო მოვლენები განვითარდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მრევლს გაესაუბრა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

ნიკა მელია: შოთაძეზე საუბარი ივანიშვილისთვის შვებაა, რადგან ის არაფერს არ წყვეტს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, ირაკლი შოთაძეზე საუბარი არის ივანიშვილისთვის შვება, რადგან ის არაფერს არ წყვეტს და რომ არა ივანიშვილის ნება საპატრიარქოზე საქმის შეკერვა არ მოხდებოდა.

 

ირმა ნადირაშვილი: შოთაძემ დიდი ალბათობით მტკიცებულებები გააყალბა და საზოგადოება შოკში ჩააგდო

"მოძრაობა თავისუფლებისთვის- ევროპული საქართველოს"   წევრის ირმა ინაშვილის განცხადებით, "უდიდესი სიბრიყვეა"  "ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან  საუბარი იმაზე, რომ ივანიშვილის რეჟიმის დასრულებამდე არც ერთი თანამდებობის პირი არ უნდა გადადგეს.

 

მიხეილ რამიშვილი: მამა გიორგი მამალაძეს ბრალი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობაში ედება

დეკანოზ გიორგი მამალაძის ახალი ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მამალაძეს ოფიციალურად ბრალი პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობაში ედება. 

ნიკა ლომინაძის მამა: ვერ გავიგე რა მოხდა - საქმეს შემოდებენ თაროზე და მერე გადააგდებენ

კომპანია „თელასის“ ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მამის ნოდარ ლომინაძის განცხადებით, მკვლელობაში ბრალდებული გიორგი გვიჩიანი და მასთან ერთად დაკავებული პირები დამნაშავეები არიან.

ირმა ჭკადუას ინფორმაციით, ფარულ ჩანაწერში ირაკლი მამალაძის გარდა 3 ადამიანი მონაწილეობს

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, ერთ-ერთი მოწმის ირმა ქკადუას განცხადებით, ფარულ ჩანაწერში, რომელიც პროკურატურას აქვს ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის გარდა 3 პირი მონაწილეობს. 

გვიჩიანი: დასრულდა 11 წლიანი პატიმრობა, რომლის საფუძველი იყო ენერგეტიკის სექტორში ჩემი საქმიანობა და სააკაშვილის რეჟიმი

„ახალი გამოძიებით და სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დასრულდა 11 წლიანი უკანონო პატიმრობა, რომლის საფუძველი იყო ენერგეტიკის სექტორში ჩემი საქმიანობა და სააკაშვილის რეჟიმი“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თელასის ფინანსური დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულმა გია გვიჩიანმა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ განუცხადა.

 

მეუფე პეტრე: ერშიც და ბერშიც, საეკლესიო და სახელისუფლებო მმართველობაში პრინციპულობის პრობლემა გვაქვს

„ერშიც და ბერშიც, საეკლესიო და სახელისუფლებო მმართველობაში აშკარაა, რომ ჩვენ პრინციპულობის პრობლემა გვაქვს“, - ამის შესახებ  ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე  პეტრე ცაავამ „იმედის დროს“ განუცხადა.

 

ჯანელიძე აგვისტოს ომზე: იმედია, გამოძიება დაადგენს სიმართლეს, რომელიც ქართველების ეთნიკურ წმენდას ეხება

დიდი იმედი გვაქვს გამოძიება დასრულდება და დაადგენს იმ სიმართლეს, რომელიც ეხება ქართველების ეთნიკურ წმენდას და დაცული იქნება ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიუნხენში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. 

ომბუდსმენი: აუცილებელია, ნებისმიერმა მედია საშუალებამ თავისუფლად იმოქმედოს

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ "რუსთავი 2" მაუწყებლობას მალე გააგრძელებს. 

ფატუ ბენსუდა აგვისტოს ომზე: გამოძიება სრული სისწრაფით მიმდინარეობს

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ფატუ ბენსუდას განცხადებით, საქართველოს საქმეზე გამოძიება სრული სისწრაფით მიმდინარეობს, - ამის შესახებ პროკურორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics