03:48 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
მეუფე პეტრე - დღეს გამოჩნდება, რამდენად მართავენ პროკურატურას, საპატრიარქოს პრორუსი მფარველები

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს ინფორმაციით, რაც მან საჯარო განცხადებების გაკეთება დაიწყო, პროკურატურას მის მიმართ შეკითხვები გაუჩნდა.

ნინო ჯავახაძე: იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 5.2% შეადგინა, რაც ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

„2017 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ  5.2 %, შეადგინა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

პრეზიდენტი უვიზო მიმოსვლაზე: ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, მაგრამ არა საბოლოო შედეგი ევროპასთან დაახლოების გზაზე

პრეზიდენტის პრეს-სპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით წარმატებას დამსახურებულად მიაღწია, რაშიც წვლილი სხვადასხვა დროს მთავრობის წევრებმა შეიტანეს.  

მეუფე პეტრე: ჩემს მიერ გაკეთებული მინიშნებებიდან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ შეკითხვები გაუჩნდათ

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე საგამოძიებო უწყებაში მის დაბარებას ლოგიკურად მიიჩნევს.

 

ედიშერ ქარჩავა მეუფე პეტრეს დაკითხვაზე: დეკანოზის დაკითხვის შემდეგ შესაძლოა, გამოძიებას კონკრეტულ პირებთან კითხვები გაუჩნდა

საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, შესაძლოა გამოძიებას, მამა გიორგი მამალაძის დაკითხვის შემდეგ, კონკრეტულ პირებთან კითხვები გაუჩნდა, - ასე უპასუხა იურისტმა ჟურნალისტის კითხვას მეუფე პეტრეს დაკითხვაზე დაბარების თაობაზე. 

კობახიძე: მმართველ გუნდს აქვს რესურსი, კანონი ერთპიროვნულად მიიღოს, თუმცა მსჯელობისთვის ყველა საკითხი ღიაა

საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის მეორე ეტაპის შეხვედრა გაიმართა. სხდომის დასაწყისში, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სამუშაო რეჟიმის რეგლამენტი განმარტა და იმ პროცედურებზე ისაუბრა, რომელიც მეორე ეტაპის სამუშაოებს შეეხება.

 

პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარსადგენად შესაძლოა მთავრობასთან შეთანხმება მოუწიოს

პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილება შესაძლოა კონტრასიგნაციას დაექვემდებაროს. 

დეკანოზ მამალაძის ადვოკატი: შეიძლება ბევრი რამე დასახელდეს და ბევრ რამეს აეხადოს ფარდა

„მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა, ალბათ, რამდენიმე დღე გაგრძელდება, აქედან გამომდინარე შეიძლება ბევრი რაღაც დასახელდეს და ბევრ რამეს აეხადოს ფარდა“,-ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა  ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ეკა ბესელია: უცხოელებზე მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით კანონი გადახედვას საჭიროებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, უცხოელებზე მიწების გასხვისებასთან  დაკავშირებით კანონი გადახედვას საჭიროებს.

 

ირაკლი აბესაძე: პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეკვეცა იგეგმება

,,მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს’’ წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეკვეცა იგეგმება.

 

ვახუშტი მენაბდე მიწის რეგულაციებზე მოქალაქეობის მიხედვით შეზღუდვების დაწესების მომხრე არ არის

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე მიწის რეგულაციებზე მოქალაქეობის მიხედვით შეზღუდვების დაწესების მომხრე არ არის.

 

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი: ბრალდებულისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ, კიდევ უფრო მეტი კითხვა გაგვიჩნდა

„კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გაგვიჩნდა, როდესაც ბრალდებულისგან ინფორმაცია მოვისმინეთ. ბუნებრივია დაისმება შეკითხვები და ბრალდებულს მოუწევს ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი“, - ამის შესახებ #9-ე პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

იოჰანეს ჰანი: დარწმუნებული ვარ, საქართველოს ბევრი მოქალაქე გამოიყენებს ამ შანსს და ჩამოვა ევროპაში

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს ევროკავშირის საბჭოს მიერ ახალი რეგულაციების მიღება მიულოცა.

ადვოკატის თქმით, დეკანოზის მიერ მიცემულ ჩვენებაში, აქამდე უცნობი სახელი და გვარი იყო დასახელებული

„მამა გიორგი მამალაძის მიერ მიცემულ ჩვენებაში, აქამდე უცნობი სახელი და გვარი იყო დასახელებული“, - ამის შესახებ  მამა  გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ  განაცხადა. 

 

საპატრიარქოს იურისტი პატრიარქის ბეჭდის და ფაქსიმილეს დაკარგვის ფაქტს უარყოფს

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა ილია მეორის ბეჭდის და ფაქსიმილეს დაკარგვის ფაქტს უარყოფს.

 

იტალიის ელჩი: უვიზო მიმოსვლა არის ჯილდო, რომელიც საქართველომ მძიმე შრომის შედეგად დაიმსახურა

საქართველოში იტალიის ელჩის, ანტონიო ენრიკო ბარტოლის განცხადებით, უვიზო მიმოსვლა არის ჯილდო, რომელიც საქართველომ მძიმე შრომის შედეგად დაიმსახურა.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics