|
2019-09-04 15:56:21, 1898 ნახვა
კომენტარი
ნაცვლიშვილი: საბჭოთა კავშირის დანგრევა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის ჰუმანიტარული კატასტროფა იყო
"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი და პარლამენტის დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის ჰუმანიტარული კატასტროფა იყო. შესაბამისი განცხადება ნაცვლიშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატისთის კითხვის დასმის დროს გააკეთა. მისი კითხვა ე.წ. ცირკულარულ მიგრაციას შეეხებოდა. დეპუტატმა საბჭოთა კავშირის დანგრევის პერიოდი გაიხსენა: "საბჭოთა კავშირი როდესაც დაინგრა, ჩემი გადმოსახედიდან ყოველ შემთხვევაში, ეს იყო ჰუმანიტარული კატასტროფა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაცხოვრებლებისთვის იმიტომ, რომ დაგეგმითი ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე ძალიან სწრაფად გადავედით და რა თქმა უნდა, ადამიანებმა ამას ფეხი ვერ აუწყვეს. შესაბამისად, ჩვენ, რიგი ქვეყნები ვიმყოფებით იგივე ტრაგიკულ და კატასტროფულ მდგომარეობაში, როგორშიც ჩვენ ვიმყოფებოდით 30 წლის წინ. რაც არ უნდა ერთმანეთს ვატყუოთ, რომ შუშის შენობები გვაქვს და ა.შ. ვიცით, რომ ვითარება ეკონომიკურად და სოციალურად ჩვენი მოქალაქეებისთვის არის ძალიან მძიმე. თუ გვახსოვს, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა ამერიკის ხელისუფლებამ ევროპაში გადაწყვიტა ე.წ. მარშალის გეგმის განხორციელება, რაც გულისხმობდა იმას, რომ ეს იყო ერთგვარი შეკავების პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, რომ საბჭოთა კავშირი თავისი ტენდენციით ვითარდებოდა, რადგან ევროპა თითქმის დანგრეული იყო, შეიძლება ვთქვათ, იზრდებოდა საბჭოთა კავშირის მიმართ სიმპათიები ევროპაში და ამერიკამ გადაწყვიტა რომ ეს რამენაირად შეეჩერებინა და განეხორციელებინა მარშალის გეგმა, რომელიც ევროპას ფეხზე დააყენებდა. დაახლოებით რუსეთის შეკავების თვალსაზრისით, უპრიანი იქნებოდა, იგივე ევროკავშირს განეხორციელებინა, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში მთლიანად, იმიტომ რომ აღმოსავლეთ ევროპაშიც არიან უკვე ე.წ. რუსეთის მიმართ სიმპატიით გამსჭვალული ევროპელი ლიდერები და მათ ნაკლებობას არ განიცდის და შეიძლება იგივე ვთქვათ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზეც. რამდენად გაქვთ თქვენ უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმის სურვილი, თუ ასეთი გეგმა განხორციელდება, განვითარების გეგმა განხორციელდება, რომლის ერთ-ერთი წამყვანი ევროკავშირი იქნება, რამდენად არის მთავრობა ამისთვის მზად, რადგან ამას სჭირდება ძალიან კარგი, კომპეტენტური პასუხისმგებლიანი და ქმედითი მთავრობა. თქვენ ახლა მთავრობას ვერ შეაფასებთ, რადგანაც მთავრობის წევრი ბრძანდებით ჯერ კიდევ და მომავალშიც, მე მგონია, იქნებით, მაგრამ რამდენად გაქვთ თქვენ ასეთ ნაბიჯებზე კომუნიკაცია, რომელიც უფრო კომპლექსური იქნება და არა ის საგზაო რუკა, რომელზეც ევროპელ პარტნიორებთან ისაუბრეთ", - განაცხადა დეპუტატმა.
გასაჯაროებულ უმძიმეს კადრებთან დაკავშირებით, შსს-ს განცხადება დამატებით კითხვებს აჩენს - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
სანქციებია საჭირო - ევროპარლამენტარი პოლიციის მიერ ხალხის ცემაზე
ანა ნაცვლიშვილი პოლიციის მიერ ადამიანების ცემა-წამებაზე შსს-ს კითხვებით მიმართავს
კუპრაძე პოლიციელების ძალადობაზე - დაისაჯონ, გამოაშკარავდეს ყველა დამნაშავე
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)