14:54 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-13 12:57:56, 298 ნახვა

პოლიტიკა
ანა ნაცვლიშვილი პოლიციის მიერ ადამიანების ცემა-წამებაზე შსს-ს კითხვებით მიმართავს

"ნოდარ მელაძის შაბათში" გასული ანონსის შემდეგ, სადაც პოლციიის განყოფილებაში არაადმიანური მოპყრობის ფაქტებია ასახული, პოლიტიკოსი ანა ნაცვლიშვილი შსს-ს მიმართავს. 

ნაცვლიშვილი ამბობს, რომ შსს-მ მოძალადე პოლიციელების საქმეზე 7 კითხვას უნდა უპასუხოს, მათ შორის იმას, რატომ დასჭირდათ სამი წელი პოლიციელების მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულის აღმოსაჩენად და პასუხისგებაში მისაცემად.

ნოდარ მელაძის სიუჟეტში გასულ სასტიკ დანაშაულზე- კრიტიკულად მნიშვნელოვანი კითხვები, რაზეც შსს-მ პასუხი უნდა გასცეს, ნაცვლად პროპაგანდისტული განცხადებისა მედიის წინააღმდეგ!

1. რატომ დასჭირდათ სამი წელი პოლიციელების მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულის აღმოსაჩენად და პასუხისგებაში მისაცემად?

2. იმიტომ, რომ რამე პრობლემაა კანონში, ინსტიტუციურ მოწყობაში? რა ნაბიჯი გადადგეს სამომავლოდ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად? ( შეგახსენებთ, 2022 წელი სწორედ ის პერიოდია, როცა ოცნებამ მსგავსი დანაშაულების გამოსაძიებლად შექმნილი ინსპექტორის ინსტიტუტი გააუქმა)

3. რა დანაშაულისთბის არიან ეს პოლიციელები ბრალდებულები? რა კვალიფიკაცია მიეცა ჩადენილს? რამდენად ადეკვატურია წაყენებული ბრალი იმ სისასტიკისა, რაც ვნახეთ კადრებით?

3. თუ დანაშაული აღიარებითი ჩვენების მოსაპოვებლად ჩაიდინეს და შესაბამისად - დაზარალებულის განაჩენს დანაშაულებრივად მოპოვებული მტკიცებულება უდევს საფუძვლად, გადაიხედა/ გადაიხედება მისი საქმე? მიაწოდეს სათანადო ინფორმაცია დაცვის მხარეს?

4. რატომ არ ჩაატარეს ამ საქმეზე ბრიფინგი და არ გააცნეს საზოგადოებას, რომ ასეთი ამბავი მოხდა და კანონი აღსრულდება სრული სიმკაცრით? ( რამდენადაც ვიცი, ასეთი ბრიფინგი არ ყოფილა)

5. რა ზომები მიიღეს, ცალკე შსს-მ და ცალკე პოლიტიკურმა გუნდმა, რომ მსგავსი შემთხვევები მომავალში უკეთესად აღკვეთონ ან უფრო სწრაფად გამოიძიონ?

ხელისუფლებას რომ იჩემებს, იმათთვის - ხელისუფლების ვალდებულებაა არა მხოლოდ გამოძიება, არამედ ყველა ზომის გატარება სამომავლო პრევენციისთვის.

6. თუ სამი წელი ეს ამბავი ვერ გაიგეს, რამდენი ასეთი დანაშაულია კიდევ ჩადენილი, რაც მომავალში გამჟღავნდება? (ეს რიკორიკული კითხვაა)

7. ზემდგომებიდან ვისი პასუხისმგებლობა დადგა ან დადგება?

გაქვთ პასუხები თუ “პრესცენტრს მივმართოთ”?!"- წერს ანა ნაცვლიშვილი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics