|
2015-07-03 10:41:40, 654 ნახვა
სამართალი
შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავა
შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გიორგი მ. ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ბრალდებით, ხოლო 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შალვა ქ. პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის დასაწყისიდან გიორგი მ. თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს სიცოცხლის მოსპობის მუქარითა და ძალადობის გამოყენებით ფულს სისტემატურად სძალავდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გიორგი მ. აღიარებს ქურდულ სამყაროს. „სამართალდამცველებმა გიორგი მ. ბათუმში, ბაგრატიონის და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე დააკავეს, რა დროსაც მისმა თანხლებმა შალვა ქ-მ პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ისიც შემთხვევის ადგილზე დააკავეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება გიორგი მ-ს მიმართ ქურდული სამყაროს წევრობის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით), ხოლო შალვა მ-ს მიმართ პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)