|
2026-05-11 22:45:42, 316 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს მიულოცა გამარჯვება და იმედი გამოთქვა, რომ ის გააგრძელებს ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და საზოგადოების კონსოლიდაციის გზას. საფრანგეთიდან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში პოლიტიკოსმა მოუწოდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ახალ მეთაურს, შეიწყალოს ყველა ის ადამიანი, ვინც პროევროპული საპროტესტო აქციების დარბევის შემდეგ დააპატიმრეს, ე.წ. „სინდისის პატიმრები“, რაც, ზურაბიშვილის თქმით, საზოგადოებას „ახალი ცხოვრების დაწყების“ საშუალებას მისცემს. „მოგესალმებით პარიზიდან, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეიდან, სადაც დღეს საღამოს საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუციის მიღებაა დაგეგმილი. კენჭისყრა დღეს საღამოს გაიმართება და მეც დამსწრე ვიქნები. მაგრამ ასეთ დღეს შეუძლებელია არ გამოეხმაურო ახალი პატრიარქის არჩევას, არ მიულოცო მას არჩევა და არ გამოთქვა სურვილი, რომ ახალმა პატრიარქმა გააგრძელოს ის გზა, რომელიც ქართული ეკლესიის გზაა - დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და საზოგადოების კონსოლიდაციის გზა“. „ამ მიზნისკენ ერთი ნაბიჯის გადადგმა მინდა და დარწმუნებული ვარ, ამ სურვილს ბევრი იზიარებს: პატრიარქმა გადადგას პირველი ნაბიჯი და შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი. ამ გზით ჩვენ შეგვიძლია თავიდან დავიწყოთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. აღსანიშნავია, რომ პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, შიო მუჯირი, სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქად (ქვეყნის ისტორიაში 142-ე) აირჩიეს სამების ეკლესიაში გამართულ მე-14 გაფართოებულ კრებაზე 2026 წლის 11 მაისს. ამ დღიდან იგი კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის სახელით იქნება ცნობილი. გაფართოებულ კრებაში 1200-მდე დელეგატი მონაწილეობდა. შიო მუჯირმა 22 ხმა მიიღო, მიტროპოლიტმა იობმა - 9, ხოლო მიტროპოლიტმა გრიგოლმა - 7.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)