15:50 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-19 11:38:18, 1066 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა 11 კილოგრამზე მეტი ოქროს ნაკეთობები ამოიღო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის  ოთხი ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ  სამ  შემთხვევაში, დანაშაულში მხილებული პირები,  საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ გავლით,   საქართველოს საბაჟო საზღვარზე  საბაჟო კონტროლისგან მალულად არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების  შემოტანას ცდილობდნენ. 

ხოლო ერთ შემთხვევაში, ბრალდებული, საბაჟო გამშვები პუნქტის „ვალეს“ გავლით, მისი მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდა.

 საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ჯამში  11,2 კგ ოქროს ნაკეთობები, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება   670 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics