17:12 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-22 15:20:21, 286 ნახვა

ეკონომიკა
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს

საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილმა ახალმა უწყებამ "ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ" ახალი ავტომობილების შესყიდვის მიზნით რამდენიმე ტენდერი გამოაცხადა, რომელთა ჯამური ღირებულება 47 მილიონ ლარს შეადგენს. ამ ტენდერებით საერთო ჯამში 592 ახალი ავტომობილის შეძენა იგეგმება, შესაბამისად, ერთი ავტომობილის შესყიდვა ბიუჯეტს 79,489 ლარი დაუჯდება.

ტენდერი რამდენიმე კომპონენტად იყოფა, ესენია პიკაპების, ჰიბრიდული ავტომობილების და მაღალი გამავლობის ჰიბრიდული ავტომობილები. აღნიშნული ავტომობილებიდან ყველაზე მეტი განკუთვნილია სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის, შემოსავლების სამსახურისთვის, ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის, მელიორაციისთვის, სახელმწიფო დაცვის სამსახურისთვის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის.

უფრო დეტალურად, 305 პიკაპის საერთო ღირებულება იქნება 27,571,695 ლარი (ერთეულზე 90,399 ლარი); 156 ჰიბრიდული ავტომობილის საერთო ფასი იქნება 9,218,040 ლარი (ერთეულზე 59,090 ლარი); 98 ერთეული III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის სრულად ჰიბრიდული ავტომობილების საერთო ფასი იქნება 7,947,800 ლარი (ერთეულზე 81,100 ლარი) და 33 ერთეული II კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული ავტომობილების ფასი იქნება 2,319,900 ლარი (ერთეულზე 70,300 ლარი).

ორგანიზაციის დასახელება ავტომობილის ტიპი რაოდენობა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი სპეციალიზებული (პიკაპი) ავტომობილი 28
სურსათის ეროვნული სააგენტო სპეციალიზებული (პიკაპი) ავტომობილი 90
ველური ბუნების ეროვნული სააგენტო სპეციალიზებული (პიკაპი) ავტომობილი 9
დაცული ტერიტორიების სააგენტო სპეციალიზებული (პიკაპი) ავტომობილი 10
ეროვნული სატყეო სააგენტო სპეციალიზებული (პიკაპი) ავტომობილი 50
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი სპეციალიზებული (პიკაპი) ავტომობილი 3
სსიპ - მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო სპეციალიზებული (პიკაპი) ავტომობილი 3
შპს „საქართველოს მელიორაცია“ სპეციალიზებული (პიკაპი) ავტომობილი 25
ა(ა)იპ თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია სპეციალიზებული (პიკაპი) ავტომობილი 3
სსიპ - შემოსავლების სამსახური სპეციალიზებული (პიკაპი) ავტომობილი 18
შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ სპეციალიზებული (პიკაპი) ავტომობილი 1
შპს "გაზის ტრანსპორტირების კომპანია" სპეციალიზებული (პიკაპი) ავტომობილი 33
სსდ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სპეციალიზებული (პიკაპი) ავტომობილი 30
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური სპეციალიზებული (პიკაპი) ავტომობილი 2
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი 2
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი 11
სურსათის ეროვნული სააგენტო III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი 25
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი 1
ღვინის ეროვნული სააგენტო III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი 2
ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტო III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი 13
შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი 1
სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი 3
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი 25
სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი 13
სსიპ - ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი 1
(სსიპ) განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი 1
სურსათის ეროვნული სააგენტო III კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი 10
შპს „საქართველოს მელიორაცია“ III კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი 7
სსიპ შემოსავლების სამსახური III კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი 85
სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო III კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი 3
სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო III კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი 10
სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური III კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი 8
სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო III კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი 3
(სსიპ) განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა III კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი 1
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო III კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი 29
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო II კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი 11
სსიპ შემოსავლების სამსახური II კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი 8
შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური II კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი 3
სსდ - სპეციალური პენიტენციური სამსახური II კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი 5
აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო II კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი 1
აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო II კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი 1
აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო II კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი 1
აფხაზეთის ა/რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო II კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი 1
სსიპ - საქართველოს ეროვნული ბანკი II კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი 1
სსიპ - თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი II კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი 1
სულ ჯამი   592

აღნიშნული ტენდერებით მოთხოვნილია რომ შესასყიდი ავტომობილები 2026 წელს იყოს წარმოებული.

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა სახელმწიფოს უნდა წარუდგინონ დოკუმენტაცია მწარმოებლის ოფიციალური დილერის ხელშეკრულების, ასევე ავტომობილების სერვისის გაწევის შესახებ, რაც 150,000 კილომეტრზე საგარანტიო მომსახურებასაც მოიცავს.

კომპანიებს ტენდერში წინადადებების წარდგენა 25 ივნისამდე შეუძლიათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics