15:48 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-21 17:00:05, 747 ნახვა

კომენტარი
კილაძე - თუ პრემიერი გადაწყვეტს, რომ თეა წულუკიანი იყოს მინისტრობის კანდიდატი, მე მას მხარს დავუჭერ

„თუ მამუკა ბახტაძე გადაწყვეტს, რომ თეა წულუკიანი იყოს მინისტრობის კანდიდატი, ბუნებრივია, მე მას მხარს დავუჭერ“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისთან განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წულუკიანის საქმიანობას დადებითად აფასებს.

„იქნება თუ არა ქალბატონი თეა წულუკიანი წარმოდგენილი მინისტრობის კანდიდატად, ეს არის ბატონი მამუკა ბახტაძის გადასაწყვეტი. მე ქალბატონი თეას საქმიანობას დადებითად ვაფასებ და ზოგადად ბევრი რეფორმა მის სახელს უკავშირდება“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი გუნდი მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციაზე მსჯელობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics