15:54 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-21 10:58:18, 660 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უნდა მივიღოთ რაციონალური, სიმეტრიული მართვის სისტემა მთავრობაში

„საუბარია რამდენიმე სამინისტროს შერწყმაზე, - ეს არის პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის გაცხადებული პოზიცია",-ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობის შიგნით ფუნქციების სწორად დალაგებასთან დაკავშირებით ინტენსური კონსულტაციები გაიმართება.

„ერთია, რა თქმა უნდა, რაოდენობა, ერთია, სამინისტროების შერწყმა. მეორეა ის, თუ როგორ უნდა დალაგდეს სწორად ფუნქციები მთავრობის შიგნით, სამინისტროებს შორის და ამაზე გვექნება ძალიან ინტენსიური კონსულტაციები და საბოლოოდ, მიიღება გადაწყვეტილება კანონის შინაარსით დაკავშირებით",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე განმარტებით, მენეჯმენტში მთავარია, ჩამოყალიბებული იყოს რაციონალური სტრუქტურა და მნიშვნელოვანია სიმეტრიის დაცვა სტრუქტურის ჩამოყალიბების დროს. ირაკლი კობახიძის თქმით, სწორად ამ სიმეტრიის დაცვას ემსახურება ის ცვლილებები, რომლებიც  წარმოდგენილი იქნება.

„მენეჯმენტში, ზოგადად, მთავარი არის ის, რომ იყოს ჩამოყალიბებული რაციონალური სტრუქტურა და ასევე, მნიშვნელოვანია სიმეტრიის დაცვა  სტრუქტურის ჩამოყალიბების დროს და ამ სიმეტრიის დაცვას, რაციონალური სტრუქტურის ჩამოყალიბებას ემსახურება ის ცვლილებები, რომელიც იქნება წარმოდგენილი და რომელზეც ერთად ვიმსჯელებთ საქართველოს მთავრობა და საქართველოს პარლამენტი. არის გარკვეული საკითხები, რაც შეიძლება გაუმჯობესდეს, მთავარი ამოცანა ეს არის - ჩვენ შედეგად უნდა მივიღოთ რაციონალური, სიმეტრიული მართვის სისტემა მთავრობაში და ამ სულისკვეთებით იმოქმედებს როგორც პარლამენტი, ასევე, მთავრობა",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მომდევნო ორი კვირის განმავლობაში იქნება მიღებული, რაც პარლამენტს, დაახლოებით, სამი კვირის თავზე, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საშუალებას მისცემს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics