15:48 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-20 18:41:07, 832 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე ბოკერიას: გიორგი კვირიკაშვილი ბევრ ინიციატივას იზიარებდა და ერთობლივადაც ბევრი გაგვიკეთებია

„გიორგი კვირიკაშვილი ძალიან ბევრ ინიციატივას იზიარებდა და ბევრი ინიციატივა ერთობლივადაც გაგვიკეთებია“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიგა ბოკერიას შეკითხვას პრემიერ-მინისტობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე.

ბოკერიამ ბახტაძეს ჰკითხა, რომელი ინიციატივების განხორციელებაში უშლიდა ხელს გუნდს ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი.

„გიორგი კვირიკაშვილი ძალიან ბევრ ინიციატივას იზიარებდა და ბევრი ინიციატივა ერთობლივადაც გაგვიკეთებია. ჩვენ გვაქვს ჩვენი კონკრეტული ხედვა, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ მიმართულებას, ჩვენ გვჭირდება ძალიან აქტიურად განვავითაროთ ბევრი სხვა კომპეტენციები, მე იმის განცხადებაც გავაკეთე, თუ რა სხვაობაა ოთხპუნქტიან გეგმასა და იმ სტრატეგიას შორის, რომელიც 5 პრინციპს ემყარება. ოთხპუნქტიანი გეგმა არის განუყოფელი ნაწილი ჩვენი პროგრამის, მაგრამ ჩვენ ახალ სტრატეგიაში დავუმატეთ მას ძალიან ბევრი კომპონენტი, რომელიც ითვალისწინებს იმ გამოწვევებს, რაც გვაქვს დღეს საქართველოში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics