21:15 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-16 12:47:18, 1613 ნახვა

პოლიტიკა
გიგაური: პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის შემთხვევაში, მონოლითურ სისტემას მივიღებთ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის შეფასებით,  პრეზიდენტი  პირდაპირი წესით, არჩევნების გზით  უნდა აირჩეოდეს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენს არსებულ სიტუაციაში, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა გააჩნია ერთ პოლიტიკურ პარტიას, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დაბალანსების სისტემა არსებობდეს და პრეზიდენტი აირჩეოდეს პირდაპირი წესით, რადგან ეს კიდევ ერთი გარანტია იქნება იმისთვის, რომ უფრო დაბალანსებული მართვის სისტემა გვქონდეს ქვეყანაში. სხვა დანარჩენს შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ მონოლითურ სისტემას, სადაც ყველა შტოში იქნება წარმოდგენილი ერთი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, შესაბამისად ეს არ შექმნის დამატებით გარანტიებს იმისთვის, რომ დემოკრატიული მიმართულებით განვითრდეს ჩვენი ქვეყანა",-აღნიშნა გიგაურმა.

ამასთან, გიგაური ფიქრობს, რომ პრეზიდენტის ძირითადი უფლებამოსილებები უნდა შენარჩუნდეს:

"ასევე მნიშვნელოვანია, პრეზიდენტს შეუნარჩუნდეს ის უფლებამოსილებები და ძალაუფლება, რომელიც მას გააჩნია, ცხადია, არის ძალიან მცირე საკითხები კოორდინაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ საერთო ჯამში, ვფიქრობთ, პრეზიდენტის უფლებამოსილებები უნდა შენარჩუნდეს",-განაცხადა გიგაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics