|
2026-06-29 20:48:21, 275 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძის განცხადებით, უწყებაში გამართულ შეხვედრაზე, მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება. როგორც პატარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ. ,,პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი სპეკულაციები, რომელიც ამ დღეების განმავლობაში, სამწუხაროდ, გრძელდებოდა და მიმდინარეობდა ასე ვთქვათ ბრიფინგებით საუბარი, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს თითოეულ ბრალდებულ/მსჯავრდებულზე ზოგადად აისახება ძალზედ უარყოფითად. მას შემდეგ რაც ჩვენ მოვითხოვეთ სპეციალიზირებულ ექიმთან შეხვედრა და გახსოვთ თქვენ ჩემი სიტყვები, რომ მოხარული ვიქნები თუ გადავალთ ჯანსაღ კომუნიკაციაზე და შესაბამისად დინამიკაში ავსახავთ პროცესებს, მას შემდეგ გასულია ზუსტად ორი დღე და პრაქტიკულად, ჩვენ მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც პირველ რიგში არის მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ასევე აღვნიშნავდით ამ დღეების განმავლობაში, რომ სწორედ დაინტერსებულმა მხარემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ეჭვი ჰქონდათ კონკრეტულ დაავადებაზე და ჩვენ განვაცხადეთ კიდეც არაერთგზის, რომ შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები იქნა ჩატარებული კონკრეტულად ამ დაავადების მიმართულებით და გახსოვთ ჩემი სიტყვები, რომ საბედნიეროდ, ეს დაავადება მას არ დაუფიქსირდა. მერწმინეთ, არაერთგზის ჩატარდა შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები. ჩვენ ქალბატონ მაკასთან და ქალბატონ ანასთან შევთანხმდით, რომ როგორც მსჯავრდებულის ინტერესების გამომხატველები სამედიცინო მიმართულებით, ანუ მისი ექიმები, ჩვენ თანახმა ვართ, რომ მსჯავრდებული ხოშტარია გადავიყვანოთ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, ეს არის ,,ვივამედი", რომელთანაც პენიტენციურ სამსახურს გააჩნია ხელშეკრულება. შესაბამისად, კლინიკა ,,ვივამედში" ქალბატონ მაკას და ქალბატონ ანას მეთვალყურეობით მსჯავრდებული ხოშტარია გაივლის, შესაბამის დამატებით კვლევებს"_განაცახდა პატარიძემ და აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას დამატებითი კვლევების ჩასატარებლად კლინიკა ,,ვივამედში" უახლოეს დღეებში გადაიყვანენ. ,,უახლოეს დღეებში, დაახლოებით, ორ დღეში ჩვენ შევთანხმდით, რომ მსჯავრდებული გადავა სამოქალაქო სექტორის კლინიკა ,,ვივამედში" - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი პატარიძემ.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)