|
2015-03-17 13:55:13, 434 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში ვიზიტით ნატოს შემფასებელთა ჯგუფი იმყოფება
საქართველოში ვიზიტით ნატოს შემფასებელთა ჯგუფი იმყოფება. დელეგაციის ვიზიტის მიზანი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსებისთვის არსებული შესაძლებლობებისა და ინფრასტრუქტურის შეფასებაა. შეფასების შედეგად, ნატოს ექსპერტები კონკრეტულ მოთხოვნებს განსაზღვრავენ და პროექტის წარმატებით განსახორციელებლად დეტალურ ღონისძიებებს გაწერენ. ნატოს შემფასებელთა ჯგუფს ნორვეგიის წარმომადგენელი ხელმძღვანელობს. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ლატვიელი, ლიტველი, დანიელი და გერმანელი ოფიცრები. პროექტის ინტენსიურ მხარდაჭერას ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატები. საქართველოში ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსება არსებითი პაკეტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინიციატივას წარმოადგენს. ცენტრის შექმნის ერთ-ერთი მიზანი საქართველოს შეიარაღებული ძალების, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლების წვრთნა და შეფასებაა. ცენტრი ასევე განახორციელებს გადასროლისწინა წვრთნებს და ნატოსა და სხვა საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობისათვის გაწვრთნილი ძალების სერტიფიცირებას მოახდენს. ცენტრს შესაძლებლობა ექნება ნატოს შეკავშირებული ძალების ინიციატივის (CFI) მხარდასაჭერად მრავალეროვნულ, ერთობლივ და გაერთიანებულ წვრთნებს უმასპინძლოს. ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადებები გააკეთეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმღვანელმა უილიამ ლაჰიუმ. უილიამ ლაჰიუს განცხადებით, „ცენტრი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც საქართველომ უელსში ნატოს სამიტზე მიიღო. ცენტრი უზრუნველყოფს წვრთნებს საქართველოს, ასევე, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავსებადობის შენარჩუნებისა და გაძლიერების მიზნით. ნატოს ექსპერტები მხარს დაუჭერენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბებაში და რეკომენდაციებს მისცემენ მისი ადგილმდებარეობის შესახებ.“ ნატოს შემფასებელთა ჯგუფის წევრები ვაზიანის სამხედრო ბაზასა და ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ მოინახულებენ. ვიზიტის დასასრულს, წარმოდგენილი რეკომენდაციების შესაბამისად განისაზღვრება ცენტრის ადგილმდებარეობის და ასევე პროექტის ღირებულების პირველადი მონახაზი.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)