15:48 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 16:52:04, 701 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: არ ვიცი, რატომ აკრიტიკებენ შს მინისტრს, რა არ მოეწონათ

პარლამენტის ვიცე სპიკერის მანანა კობახიძისთვის გაუგებარია კრიტიკა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებას მოჰყვა.

მისივე თქმით, პოლიციელის მუნდირი აუცილებლად დაცული უნდა იყოს.

,,ის, რომ პოლიციელის საქმიანობა ნამდვილად უნდა იყოს დაფასებული და პოლიციელის მუნდირი უნდა იყოს დაცული ეს ცხადია. არ შეიძლება ამ პროფესიის დისკრედიტაცია. ეს ყველაფერი ახლავს იმას, რომ დამნაშავე უნდა იყოს დასჯილი, ნებისმიერი გამოვლენა ძალადობის, თუ სხვა ტიპის დანაშაულის, უნდა იყოს სწრაფად გამოვლენილი. პოლიციელი ვალდებულია, დროულად აღკვეთოს დანაშაული და ჩვენ გვჭირდება სწორედ ეფექტური პოლიციელი, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს მაღალ დონეზე. ამაზეა საუბარი, მე არვიცი რატომ აკრიტიკებენ შინაგან საქმეთა მინისტრს, რა არ მოეწონათ?“-განაცხადა მანანა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გიორგი მღებრიშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ყველა მართალ პოლიციელს დაიცავს და არ დაუშვებს, რომ ერთეული შემთხვევების გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, მოხდეს კეთილსინდისიერი სამართალდამცველების დემოტივაცია, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება უსაფრთოხების ხარისხზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics