|
2026-01-20 14:10:35, 723 ნახვა
პოლიტიკა
სტრასბურგმა აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ საქმეზე - "გიორგი მექვაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილება გამოიტანა. გიორგი მექვაბიშვილი 2023 წლის 8 მარტს დააკავეს, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს. აქციის დაშლისას გიორგი მექვაბიშვილი, სხვა ადამიანების მიმართ პოლიციელების სავარაუდო ძალადობრივ მოპყრობას ტელეფონით იღებდა და პოლიციას მოუწოდებდა, არ ეძალადათ აქციის მონაწილეზე, რა დროსაც ის დააკავეს. გიორგი მექვაბიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისა ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე დააკავეს. სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ Facebook-ზე იურისტი გიორგი ბურჯანაძე წერს და განმარტავს, რომ სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილებაში დაადგინა სამართლიანი სასამართლოს უფლება, რადგან მსჯავრდებას მხოლოდ პოლიციელის ჩვენება დაედო. ასევე, ის ამბობს, რომ დადგინდა შეკრების თავისუფლების დარღვევა, რადგან არსად ჩანდა გიორგი მექვაბიშვილის საქმეში, რომ ის მანიფესტაციის რამე წესს არღვევდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) უსული კანონის წინააღმდეგ გამართულ მარტის აქციებზე უკანონოდ დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 2023 წლის ოქტომბერში მიმართა. მომჩივანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის წარდგენილი საჩივარით ევროპული კონვენციის მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრების თავისუფლება) მუხლების დარღვევის დადგენას ითხოვდა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)