|
2025-12-26 14:53:34, 8479 ნახვა
პოლიტიკა
რა კომენტარები გააკეთეს ქართული ოცნების ლიდერებმა ბაჩო ახალაიას დაკავების ფაქტზე
თუ არის დანაშაული ჩადენილი, ამ დანაშაულის გამოძიება უნდა მივიდეს ბოლომდე და ამით არის დაკავებული დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, - ამის შესახებ ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაჩო ახალაიას დაკავებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. რაც შეეხება ახალაიას ოჯახის წევრების განცხადებებს, მისი შეფასებით, ბრალდებულის დაცვა ოჯახის წევრების და ადვოკატების საქმეა. „რეალურად, ოჯახის წევრებს და ადვოკატებს ვერ გავამტყუნებთ, ბრალდებულის დაცვა არის მათი საქმე და ბუნებრივია, ამას გააგრძელებენ. ამასთან დაკავშირებით რთულია კომენტარის გაკეთება. მთავარი არის ერთი - თუ არის დანაშაული ჩადენილი, ამ დანაშაულის გამოძიება უნდა მივიდეს ბოლომდე და ამით არის დაკავებული დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“, - განაცხადა კობახიძემ. გუშინ მოვისმინეთ ბაჩო ახალაიას დაკავების თაობაზე, დაველოდოთ გამოძიებას - ყველას, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით პასუხს აგებს,- ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ჟურნალისტებთან თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმეს. მისივე თქმით, სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს და აღკვეთეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ფაქტი. „4 ოქტომბრამდე რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია, რომ ეს ადამიანები, მოძალადე ჯგუფები აპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას. 4 ოქტომბერს დაიწყეს აღსრულებაში მოყვანა, თუმცა სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს და აღკვეთეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ფაქტი. ამ მიმართულებით გამოძიება დაწყებულია, ბევრი ადამიანი იქნა დაკავებული, გუშინ მოვისმინეთ ბაჩო ახალაიას დაკავების თაობაზე. დაველოდოთ გამოძიებას. გახსოვთ, რამდენჯერ გავაკეთეთ მოწოდებები, არ გადადგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც კანონსაწინააღმდეგო იქნება, რადგან სახელმწიფო იმოქმედებს კანონის შესაბამისად. მიუხედავად ამისა, იმოქმედეს, როგორც იმოქმედეს. ყველა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით, აგებს პასუხს“,- აღნიშნა კალაძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)