2025-01-09 13:26:13, 385 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - საქართველოდან რუსეთში ძვირადღირებულები მანქანები გაჰყავთ
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "ქართულ ოცნებას" სანქციების გვერდის ავლაში ადანაშაულებს.
"დღეს ეკონომიკა დიდწილად გაჩერებულია. მართალია, რაღაც შემოსავლები მაინც არის, პირველ რიგში იმ სანქციების გვერდის ავლით, რომელიც ძალიან გაძლიერებულია ბოლო პერიოდში და ერთ-ერთი წყარო ფინანსური შემოსავლების არის ის ძვირადღირებული მაქანები, რომელიც გადის საქართველოდან ვითომ ცენტრალური აზიის მიმართულებით, რეალურად რუსეთში და ამ თითოეულ მანქანას ძალაინ დიდი ფასი აქვს გაყვანის საქარველოდან და ამ მანქანებში კიდევ რა დევს, ესეც გასარვკევია. ეს ძალაინ სერიოზული პრობლემაა და ალბათ, ერთ-ერთი წყარო, რითაც დღეს კიდევ ინარჩუნებს ეს მმართველი პარტია რაღაც გარკვეულ შემოსავლებს", - თქვა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,