15:54 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-30 22:44:34, 372 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ზურაბიშვილმა გვაჩუქა 5 სიმბოლური და პრაქტიკული აღიარება-ოპოზიციაში არ არსებობს ძალა, რომელსაც აქვს გამარჯვებასთან მიახლოების თეორიული შანსიც კი

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის გერმანიაში დიასპორასთან შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ზურაბიშვილი არჩევნების შემდგომ პერიოდზე და ოპოზიციური პარტიების ურთიერთთანამშრომლობაზე საუბრობს. 

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სულ რაღაც 65 წამში, სალომე ზურაბიშვილმა გვაჩუქა 5 სიმბოლური და პრაქტიკული აღიარება.

„უნიკალური ვიდეო! სულ რაღაც 65 წამში, სალომე ზურაბიშვილმა გვაჩუქა 5 სიმბოლური და პრაქტიკული აღიარება:
1.საერთო პატრონის მიუხედავად, ოპოზიციურ პარტიებს ელემენტარული შეთანხმების მიღწევაც კი ძალიან უჭირთ (წარმატების შანსიც რომ ჰქონდეთ, კოალიციის მაგივრად მივიღებთ ქაოსს).
2.ოპოზიციაში არ არსებობს ძალა, რომელსაც აქვს გამარჯვებასთან მიახლოების თეორიული შანსიც კი. 
3.“გამოკვლევებული“ ოთხი პარტიიდან ოთხივე დაახლოებით ერთი წონისაა (რაც ნიშნავს, რომ ბარიერს მიღმა ნაცმოძრაობაც შეიძლება ვიხილოთ. ისეთ რისკზე მიდიან, ხუთიანის ბანერებსაც არ აკვრევინებენ- ოღონდ სხვებმა ბარიერი გადალახონ, რაც მაგალითად, გახარიას შემთხვევაში პრაქტიკულად გამორიცხულია).
4.სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძისა და გახარიას პარტიები მოქმედებენ საერთო გეგმით. 
5.ამ ოთხი პარტიის საერთო მიზნის ქვეშ გაერთიანებაც (ქარტიაზე ხელმოწერა) გარე ძალების დამსახურებაა. 
მადლობა ქალბატონო სალომე ასეთი ლაკონური გულწრფელობისთვის, ან წამოცდენებისთვის, თქვენ უფრო იცით...“, - წერს მამუკა მდინარაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics