15:49 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-30 20:42:32, 377 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას შეხვდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას შეხვდა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეას ესწრებიან. 

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა, ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან და საქართველოში არსებული წინასაარჩევნო ვითარება განიხილეს. 

"ჩვენ ვიმყოფებით ევროპარლამენტში ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე, სადაც ისმენენ ევროკომისრების კანდიდატებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სულ ცოტა ხანში განსაზღვრავენ ევროკავშირის პოლიტიკას. აქ კიდევ ერთხელ ვისმენთ, რომ ევროკავშირის კარები ღიაა საქართველოსთვის და ერთადერთი დაბრკოლება  საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში არის ივანიშვილის რუსული ხელისუფლება.

26 ოქტომბრის არჩევნები არის შესაძლებლობა ქართველმა ხალხმა აირჩიოს ევროპული კეთილდღეობა და უარი უთხრას სიღატაკეს იზოლაციაში. ეს არის შანსი გავათავისუფლოთ პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც აქ, ევროპარლამენტში ძალიან ბევრი ადამიანი კითხულობს და ქართველმა ხალხმა ის დიდი მონაპოვარი, რაც არის კანდიდატის სტატუსი, უკვე მოქმედებაში მოიყვანოს და გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებაზე", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics