|
2023-11-27 14:03:54, 591 ნახვა
საზოგადოება
ქარქაშაძე - Wizz Air-ის მიერ 5 მილიონი მგზავრის მომსახურება ავიაკომპანიასთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის აშკარა შედეგია
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყებიდან დღემდე ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ 5 მილიონი მგზავრის გადაყვანა, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა. ქარქაშაძის თქმით, აღნიშნული ადასტურებს იმ ურყევ მხარდაჭერასა და ნდობას, რომელიც ავიაკომპანიას საქართველოში გააჩნია. „ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირების დაწყებიდან პირველად დღემდე Wizz Air-ის მგზავრთა რაოდენობამ ხუთ მილიონს გადააჭარბა. ეს ნიშნავს, რომ ავიაკომპანიამ უკვე გადაიყვანა საქართველოს მოსახლეობაზე მეტი მგზავრი, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო ამყარებს საქართველოში მათ არსებობას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილ წვლილს“, - განაცხადა ქარქაშაძემ. მისი თქმით, 2012 წლიდან, Wizz Air-ის საქართველოში ფრენების დაწყებიდან დღემდე 5 მილიონი მგზავრის გადაყვანა ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა, რაც ავიაკომპანიასთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის აშკარა შედეგია. „ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი Wizz Air-ი საქართველოში წლიდან წლამდე სულ უფრო ვითარდება და ძლიერდება. პანდემიის შემდეგ, ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წლის ბოლომდე 4 ბაზირებული საჰაერო ხომალდით იქნება წარმოდგენილი. ეს არის უკვე ახალი განაცხადი. პირველად ხდება, რომ დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის ოთხი საჰაერო ხომალდი იქნება ბაზირებული. რაც არის სრულიად ახალი რეალობა ჩვენთვის. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ხდება მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი, საერთოდ სხვა შესაძლებლობა ეძლევა ქუთაისის და იმერეთის კერძო სექტორს, რომელიც ტურიზმის სექტორსა და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, ასევე ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში ოპერირებს“, - დასძინა ქარქაშაძემ. Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამჟამად სამი A321 ტიპის უახლესი ავიახომალდით 28 პირდაპირი მიმართულებით 16 ქვეყანაში ასრულებს. დეკემბრის შუა რიცხვებიდან კი ქუთაისის ბაზას ავიაკომპანია 4-ე საჰაერო ხომალდს დაამატებს და კვირაში ორჯერ პირდაპირ რეისებს დანიის სამეფოს მიმართულებით შეასრულებს.
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)