10:09 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-01 19:52:28, 905 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს თავიდანვე ვიმსახურებდით - ვიცით, რისთვის უნდოდათ ამ გადაწყვეტილების გამოყენება

ვროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს თავიდანვე ვიმსახურებდით - ვიცით, რისთვის უნდოდათ ამ გადაწყვეტილების გამოყენება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.  

კალაძის თქმით, 12-პუნქტიანი გეგმა ზედმიწევნით არის შესრულებული და ამასთანავე, შესრულებულია დამატებითი მოთხოვნები. 

„საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიგვეღო. ჩვენ თავიდანვე ვიმსახურებდით აღნიშნულ სტატუსს, თუმცა არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს. ისიც ვიცით, რატომ, რას აპირებდნენ და რისთვის უნდოდათ ამ ყველაფრის გამოყენება, თუმცა ახლა აღარ დავუბრუნდები წარსულს. მოგვცეს კონკრეტული გეგმა, რომელიც უნდა შესრულებულიყო და ყველაფერი ზედმიზევნითაა გაკეთებული. იყო დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც ასევე, შესრულებულია. გვჯერა, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს. არანაირი ლოგიკა და არგუმენტი არ არსებობს იმისთვის, თუ რატომ არ უნდა მიანიჭონ საქართველოს კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული სტატუსის მიღება, რისთვისაც ყველაფერი გაკეთდა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics