11:13 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-30 09:46:42, 232 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც

ხანძარია მოსკოვის ოლქის ქალაქ დუბნაში, უკრაინული დრონების შეტევის ფონზე. ორი კვირის წინ უკრაინელებმა ამ დასახკრბაში მდებარე სტრატეგიული ობიექტი- კოსმოსური კავშირის ცენტრი დაბომბეს.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, რომ ეგორიევსკში დრონის ჩამოვარდნის შედეგად კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ნანგრევების ქვეშ ადამიანები მოყვნენ. მან დასძინა, რომ ექვსი თვის ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო ორი ზრდასრული და კიდევ ერთი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამასთან რუსეთის კრასნოდარის ოლქის ნოვოროსიისკის საზღვაო პორტის რაიონში განხორციელდა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების შეტევა—— ადგილობრივები იტყობინებოდნენ აფეთქებებისა და საჰაერო თავდაცვის მუშაობის აქტიური შესახებ.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა მოსკოვისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ექვსი დრონის ჩამოგდების შესახებ განაცხადა . ამით დილის 4 საათიდან ჩამოგდებული დრონების რაოდენობა 56-მდე გაიზარდა. შეზღუდვები დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებში კვლავ ძალაშია.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საღამოს 8 საათიდან დილის 7 საათამდე საჰაერო თავდაცვის ძალებმა ბელგოროდის, ბრიანსკის, ვლადიმირის, ვოლგოგრადის, ვორონეჟის, კალუგის, კურსკის, ორიოლის, რიაზანის, ლიპეცკის, როსტოვის, სარატოვის, სმოლენსკის, ტამბოვის, ტვერის, ტულის, მოსკოვის, კრასნოდარის მხარისა და ანექსირებული ყირიმის რეგიონების თავზე 419 უკრაინული დრონი გაანადგურეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics