|
2023-11-01 17:42:23, 892 ნახვა
პოლიტიკა
აქუბარდია - „ოცნებამ“ მოინდომა, რომ ბოდიშით ინციდენტი ამოეწურა - ვაპირებ, ბერაიას სასამართლოში ვუჩივლო
„ქართულმა ოცნებამ“ მოინდომა, რომ ცალყბად გაკეთებული ბოდიშით ინციდენტი ამოეწურა... ვაპირებ, ირაკლი ბერაიას სასამართლოში ვუჩივლო, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა. აქუბარდიამ "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ირაკლი ბერაიას დაკავებული თანამდებობა დაატოვებინონ. "გაჩერებას არ ვაპირებ. „ქართულმა ოცნებამ“ მოინდომა, რომ ცალყბად გაკეთებული ბოდიშით ინციდენტი ამოეწურა. საქმე არ არის ჩემი ან სხვა ქალი დეპუტატების დისკრედიტაცია, არამედ მოცემულობაა, როცა ეს ყველაფერი გენდერული ნიშნით ხდება და არის დისკრიმინაციული. ფაქტი შეიცავს სექსუალური შევიწროების ნიშნებსაც. იურისტების მხრიდან მიმდინარეობს მუშაობა, რომ ერთი მხრივ, სახალხო დამცველს მივმართოთ. ასევე ვაპირებ, ირაკლი ბერაიას სასამართლოში ვუჩივლო. ბერაიას სასამართლოში მოსვლა და თავის მართლება მოუწევს", - განაცხადა აქუბარდიამ. შეგახსენებთ, გუშინ, 31 ოქტომბერს "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ბერაიამ აღნიშნულის შემდეგ ბოდიში მოიხადა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)