|
2023-11-01 13:55:56, 871 ნახვა
პოლიტიკა
კარასინი - სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს პარაზიტირებას რუსეთის თემით
სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს პარაზიტირებას რუსეთის თემით. ახლა იმ ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, ანერვიულებს საქართველოში მცხოვრები რუსები, რომლებიც "მტრის ენაზე ლაპარაკობენ", - ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის CBS-თან ინტერვიუს. კარასინის თქმით, "მსგავს საჯარო განცხადებას ბოდვის გარდა სხვა ვერაფერს უწოდებს". "სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს პარაზიტირებას რუსეთის თემით. ახლა იმ ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, ანერვიულებს საქართველოში მცხოვრები რუსები, რომლებიც "მტრის ენაზე ლაპარაკობენ". პრეზიდენტი ამაში ხედავს რუსეთისთვის წინაპირობას, გამოაცხადოს სრულფასოვანი ომი და ემხრობა რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას. მსგავს საჯარო განცხადებას ვერაფერს ვუწოდებთ, გარდა ბოდვისა. დარწმუნებული ვარ, ეს თბილისსაც ესმის", - წერს კარასინი Telegram-ზე. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CBS-თან ინტერვიუში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "ძალიან შემაშფოთებელია, როცა საკუთარ ქვეყანაში გყავს ადამიანები, რომლებიც მტრის ენაზე საუბრობენ და რომლებსაც სჯერათ, რომ ისინი საკუთარ სახლში არიან".
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)