|
2023-11-01 13:43:47, 798 ნახვა
პოლიტიკა
აქუბარდია „ოცნებას“ - თუ გაგორებული ფალავანი მისაღებია თქვენთვის, გყავდეთ - მე მოვითხოვ, ბერაიამ თანამდებობა დატოვოს
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს გაგორებული ფალავანი მისაღებია თქვენთვის, შეგიძლიათ გყავდეთ - მე მოვითხოვ, მან დატოვოს თანამდებობა,- ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ "ქართული ოცნების" დეპუტატებს თანაპარტიელთან, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი ბერაიასთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. როგორც აქუბარდიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ბერაია "თანამდებობას არ იმსახურებს". "ცალყბად გაკეთებული ბოდიში ვნახე, რაც ჩემთვის მისაღები არ არის. მე ერთს გეტყვით - ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ასეთი ეპითეტები კოლეგებზე გამოიყენოს და გამოიყენოს ეს პარლამენტის ტრიბუნიდან და ამ შემთხვევაში, მის მოადგილეს ასეთი მეთოდებით დაუპირისპირდეს, ის არ იმსახურებს თანამდებობას. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს გაგორებული ფალავანი მისაღებია თქვენთვის, შეგიძლიათ გყავდეთ, მაგრამ დისკრედიტაცია მან რაც წამოიწყო ჩემ წინააღმდეგ, საკუთარი მოადგილის წინააღმდეგ, ეს მოუბრუნდა მას და ამით მან დაამთავრა როგორც თავისი პოლიტიკური კარიერა, ასევე არ მგონია, მათ შორის, ჩვენს პარტნიორებში მისი შეფასება იყოს იმ ნიშნულზე, რა ნიშნულზეც აქამდე იყო. თქვენთვისვეა უკეთესი, რომ ის თანამდებობას არ იკავებდეს და მოვითხოვ, მან დატოვოს თანამდებობა",- განაცხადა აქუბარდიამ. შეგახსენებთ, გუშინ, 31 ოქტომბერს "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ბერაიამ აღნიშნულის შემდეგ ბოდიში მოიხადა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)