|
2023-03-01 19:51:29, 758 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოსტა“-სა და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის „ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანება“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა
დღეს, სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში კასპის მუნიციპალიტეტის მერიას, შპს „საქართველოს ფოსტა“-სა და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანება“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმი მიზნად ისახავს საფოსტო მარკის, რომელზეც ივანე ჯავახიშვილია გამოსახული - შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ რეალიზაციის შედეგად შემოსული თანხის ნაწილის კასპის მუნიციპალიტეტისათვის გადმორიცხვას. აღნიშნული თანხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას მოხმარდება. მემორანდუმს ხელი მოაწერეს კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, შპს „საქართველოს ფოსტა“-ს გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანების“ დირექტორმა ეთერ ჩადუნელმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)