|
2022-09-06 10:41:44, 1363 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW - უკრაინის კონტრშეტევა სამხრეთში რუსეთის პოტენციალს ანადგურებს
უკრაინელმა ჯარისკაცებმა სამხრეთით რუსეთის ფედერაციის ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის, სამეთაურო ცენტრებისა და ლოჯისტიკური ცენტრების დაგროვება დაარტყეს, რაც ასუსტებს მტრის ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს.ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) იტყობინება. უკრაინელი ჯარისკაცების კონტრშეტევამ ხელი შეუშალა რუსეთის გეგმებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმის“ გამართვის შესახებ. ყველა პროცესი შეჩერებულია „უსაფრთხოების მიზნით“. „უკრაინის კონტრშეტევა მნიშვნელოვნად აუარესებს რუსეთის ლოჯისტიკურ და ადმინისტრაციულ პოტენციალს ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინაში, "უკრაინის ჯარები აპირებენ ნელ-ნელა შეამცირონ რუსული ტაქტიკური და ოპერატიული დონის შესაძლებლობები ხერსონის რეგიონში და ეს, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ოკუპანტების ადმინისტრაციულ და ბიუროკრატიულ შესაძლებლობებზე",- განაცხადეს ანალიტიკოსებმა. შეგახსენებთ, რომ 29 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთში ძალების კონტრშეტევის დაწყება დაადასტურეს. პირველ დღეებში დამცველებმა მოახერხეს ფრონტის ხაზის გადაადგილება , განაცხადა ბრიტანულმა დაზვერვამ. OPU-ს მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა , რომ სამხრეთით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება ხანგრძლივი და ძალიან რთული პროცესი იქნება.
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)