10:08 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-11 10:33:59, 1419 ნახვა

მსოფლიო
The Times - ფინეთი და შვედეთი ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადს ზაფხულში გააკეთებენ

შვედეთი და ფინეთი  ნატოს წევრობისთვის განაცხადის შეტანას ამ ზაფხულში აპირებენ. - ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ოფიციალური პირების თქმით, "რუსეთმა დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა", რადგან ფინეთი და შვედეთი მზად არინ ნატო-ს ზაფხულშივე შეუერთდნენ.

შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ორივე სკანდინავიური ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება იყო საუბრის თემა გასული კვირის, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს, რომელშიც მოწვეული იყო შვედეთისა და ფინეთის წარმომადგენ;ლები.

ფინეთის განაცხადი ივნისშია მოსალოდნელი, მას კი შვედეთი მოჰყვება.

შეგახსენებთ, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა, რომ დადგა დრო, ფინეთმა სერიოზულად გადახედოს თავის პოზიციას ნატოს მიმართ.

"რუსეთი არ არის ის მეზობელი, რომელიც ჩვენ გვეგონა,” - თქვა ფინეთის პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics