10:09 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-09 10:43:36, 1127 ნახვა

მსოფლიო
ემანუელ მაკრონის განცხადების საფუძველზე, საფრანგეთის ელჩი პოლონეთში საგარეო უწყებაში გამოიძახეს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადების შემდეგ ქვეყნის ელჩი პოლონეთში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა.

ცნობისთვის, ემანუელ მაკრონმა Le Parisien-თან ინტერვიუში პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავიეცკი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის არის „ულტრამემარჯვენე ანტისემიტი, რომელიც კრძალავს ლგბტ ადამიანებს“.

შეგახსენებთ, რომ მორავიეცკი აკრიტიკებდა მაკრონის გადაწყვეტილებას რუსეთის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან არაერთი სატელეფონო ზარის გამართვის შესახებ, რის შემდეგაც მაკრონსა და მორავიეცკის დაპირისპირება, სულ უფრო გაღვივდა. მაკრონმა თქვა რომ „ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, რომ ვესაუბრე რუსეთის პრეზიდენტს საფრანგეთის სახელით, რათა თავიდან ავიცილოთ ომი და ავაშენოთ ახალი არქიტექტურა ევროპაში მშვიდობისთვის რამდენიმე წლის წინ”.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics