|
2022-04-07 16:59:32, 2261 ნახვა
კომენტარი
G7 - ოკუპანტები უკრაინულების მიმართ წამების, სიკვდილით დასჯისა და სექსუალური ძალადობის ქმედებებს ახორციელებენ
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ რუსი ოკუპანტები უკრაინული მოსახლეობის მიმართ წამების, სიკვდილით დასჯისა და სექსუალური ძალადობის ქმედებებს ახორციელებენ. G7-ის ქვეყნებმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაავრცელეს, რაც უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას შეხვდნენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქალაქ ბუჩაში და უკრაინის სხვა რაიონებში, რომლებიც რუსეთს ჰქონდა ოკუპირებული, მშვიდობინი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა საერთაშორისო სამართლის მძიმე დარღვევად იქნა შეფასებული. ამასთანავე, G7-ის ქვეყნები აღნიშნავენ, რომ მზად არიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მეტი ფულადი და სამხედრო დახმარება გაუწიონ, რათა ქვეყანამ შეძლოს თავის დაცვა. შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ ბუჩაში გენოციდი მოაწყვეს. 1-ელ აპრილს, მას შემდეგ რაც ქალაქი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს, უკრაინელმა სამხედროებმა იქ მოკლული ადამიანების ცხედრები იპოვეს. გარდა ამისა, ზოგიერთ ცხედარს აღენიშნებოდა წამების კვალი. ცნობისთვის, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების შემადგენლობაში შედიან: კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და აშშ. ორგანიზაციის წევრი იყო რუსეთიც, თუმცა 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ წევრმა სახელმწიფოებმა გარიცხეს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)