|
2020-09-23 14:29:16, 586 ნახვა
ეკონომიკა
„ბაზისბანკი“ ოქროს ზოდებს არიგებს!
“მოიპოვე ოქრო” ერთ-ერთი წარმატებული პროდუქტია, რომელმაც ბაზისბანკში შესრულებული კონვერტაციები მომხმარებლებისათვის კიდევ უფრო ხელსაყრელი გახადა. პროდუქტის თანახმად, ბაზისბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკით განხორციელებული ნებისმიერი კონვერტაციისას თანხის ოდენობის პროპორციულად მომხმარებელი აგროვებს ოქროს ქულებს. 1000 ოქროს ქულა 1 გრამი ოქროს ტოლია. მას შემდეგ, რაც დაგროვდება 10 გრამი ოქროს შესაბამის ქულები, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 გრამიანი ოქროს მონეტა ან საკუთარი სურვილისამებრ გააგრძელებს ქულების დაგროვებას და საჩუქრად მიიღებს 50 ან 100 გრამიან ოქროს ზოდს. „გულახდილად რომ გითხართ, შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა, რაც ძალიან სასიხარულოა. ჩვენი მომხმარებლები, საუბარია, როგორც კომპანიებზე, ასევე ფიზიკურ პირებზე, აქტიურად ჩაერთვნენ ოქროს მოპოვ ების „ციებ-ცხელებაში“. დაახლოებით 1 წლის განმავლობაში, თითოეული კონვერტაციის დროს, რომელიც ბაზისბანკის ციფრული არხების დახმარებით განახორციელეს, ძალიან მარტივად, ავტომატურად დააგროვეს ოქროს ქულები. დღეს, როდესაც კონვერტაციების მეშვეობით მოპოვებული ოქროს ზოდები გადავეცით ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, უკვე თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ პროდუქტი წარმატებული და პოპულარულია. ჩვენთან კონვერტაცია კი ორმაგად მომგებიანი. შეგახსენებთ, რომ ბაზისბანკმა ასევე პირველმა გამოიტანა ბაზარზე „პირადი დილერის“ სერვისი. ფუნქციონალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს დისტანციურად ევაჭროს ბანკს, ინტერნეტბანკის მეშვეობით გაუგზავნოს მოთხოვნა პირად დილერს და რამდენიმე წამში მიიღოს მასზე ინდივიდუალურად მორგებული საუკეთესო კურსი.„ - გიორგი მაქაცარია, ბაზისბანკის სახაზინო დეპარტამენტის უფროსი . „ორიენტ ლოჯიკი, უკვე წლებია თანამშრომლობს ბაზისბანკთან. ვსარგებლობთ სხვადასხვა ტიპის კორპორაციული მომსახურებით, მათ შორის კონვერტაციითაც. პირადი დილერის დამსახურებით, დისტანციურად, რამდენიმე წამში ვიღებთ საუკეთესო კურსს. მართალი რომ გითხათ, როდესაც „მოიპოვე ოქროს“ სერვისის შესახებ შევიტყვე, ცოტა წარმოუდგენლად მომეჩვენა, რომ ვირტუალური ოქროს ქულები, რომლებიც მარტივად, ავტომატურად გროვდებოდა ჩვენს ინტერნეტბანკში, მართლაც ოქროს ნიშნავდა. თუმცა, დღეს, როდესაც ბაზისბანკში მისულს ნამდვილი ოქროს ზოდები გადმოგვცეს საჩუქრად, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. მითუმეტეს, რომ ოქროს მოპოვება, მოხდა სტანდარტული კონვერტაციის ოპერაციების ხარჯზე, რომელთაც ჩვენი კომპანიის საქმიანობის შინაარსიდან გამომდინარე თითქმის ყოველდღიურად ისედაც ვახორციელებთ“, - ალექსანდრე ბაგრატია, ორიენტ ლოჯიკის ფინანსური და ადმინისტრაციული დირექტორი
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)