15:50 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-21 11:23:19, 481 ნახვა

ეკონომიკა
იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.7 პროცენტით შემცირდა

2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 022.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.7 პროცენტით ნაკლებია.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ექსპორტი 2 071.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (14.7 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 4 951.4 მლნ. აშშ დოლარს (17.5 პროცენტით ნაკლებია).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარაგვისტოში, 2 880.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.0 პროცენტია.

„2020 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (296.6 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (284.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (266.0 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (840.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (554.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (440.9 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (970.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (820.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (737.5 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წლის იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 462.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 260.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 145.5 მლნ. აშშ დოლარით (7.0 პროცენტი)“, - ვკითხულობთ კვლევაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics