|
2020-06-27 17:39:36, 1613 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - შალვა ნათელაშვილის განცხადებით, საბოლოოდ აიხსნება, ოპოზიცია რატომ არ უჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებას
შალვა ნათელაშვილის განცხადებით საბოლოოდ აიხსნება, ოპოზიცია რატომ არ უჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებას , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ 8 მარტის შეთანხმებას ორშაბათს საბოლოოდ შეასრულებს. „ძველი ოპოზიციის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მხრიდან საარჩევნო სისტემის ჩაგდებაზე და საკონსტიტუციო ცვლილებების ბლოკირებაზე გაკეთებული განცხადება უკვე მეორეა, რითაც საბოლოოდ აიხსნება, თუ რატომ არ დაუჭირა ოპოზიციის ამ ნაწილმა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებას და ახალ საარჩევნო სისტემას. იკვეთება, რომ ეს არის კოორდინირებული და თუ „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო წარმომადგენლების მხრიდან მკაფიო განცხადებები არ გაკეთდება, ემიჯნებიან თუ არა "საარჩევნო სისტემის ჩაგდების" გეგმას, ჩავთვლით, რომ ეს სწორედ მათი გეგმაა. ამ ფონზე, ჩვენი პირობა, რომელიც 8 მარტის შეთანხმებისას დავდეთ, რომ მხარი დავუჭიროთ და დავამტკიცოთ საკონსტიტუციო ცვლილებები - ძალაშია და ორშაბათს ჩვენს პოზიციას კენჭისყრით კიდევ ერთხელ დავადასტურებთ“ , - განაცხა არჩილ თალაკვაძემ ცნობისთვის, პარტია „ლეიბორისტების“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა ხელისუფლების მოცილებაში დაეხმარებათ და ოპოზიციამ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)