|
2026-07-21 12:43:05, 276 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა კანადურ იმპორტს 50%-იანი ტარიფები დაუწესა
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც კანადიდან იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან ნაწილს დამატებითი 50%-იანი საბაჟო გადასახადი დაეკისრა. ახალი შეზღუდვები ეხება საქონლის ფართო ასორტიმენტს — ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებიდან და ჰოკეის აღჭურვილობიდან დაწყებული, სამშენებლო ცემენტითა და ალკოჰოლური სასმელებით დამთავრებული. 20 ივლისს ხელმოწერილი სამი განჩინების მიხედვით, თეთრი სახლი გადაწყვეტილებას ამერიკული სავაჭრო ინტერესების დაცვით ამართლებს. ვაშინგტონი ოტავას ამერიკული პროდუქციის მიმართ „დისკრიმინაციულ პოლიტიკაში“ ადანაშაულებს. ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ახალი სატარიფო პოლიტიკის მთავარი მიზანი ამერიკული ბიზნესისთვის თანაბარი პირობების შექმნაა, განსაკუთრებით ისეთ საკვანძო სექტორებში, როგორებიცაა: ავტომშენებლობა და ავტონაწილების წარმოება,რძის ნაწარმი, სოფლის მეურნეობა და ალკოჰოლური სასმელები. ახალი ტარიფები ძალაში ბრძანების ხელმოწერიდან 30 დღეში შევა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)