13:28 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-26 22:45:51, 2044 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია - როდესაც მაკო გომურს ეუბნები, რომ მეორეხარისხოვანია - ეს საზოგადოების შეურაცხყოფაა

"როდესაც მაკო გომურს ეუბნები, რომ მეორეხარისხოვანია - ეს საზოგადოების შეურაცხყოფაა" , - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პრემიერისგან 20 ივნისის თემის იგნორირებას ელოდა

„ველოდი 20 ივნისის თემის დაიგნორებას იმიტომ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში მისი პოზიცია  20 ივნისთან დაკავშირებით არის ან ტყუილი, ან შეტევაზე გადასვლა საზოგადოების მიმართ. როდესაც შენ მაკო გომურს ან კობე ლეთოდიანს, ან გიორგი სულაშვილს ეუბნები, რომ ჩემთვის მეორეხარისხოვანი დამიზნებით ვინ ისროლა, ეს უკვე ცდება პოლიტიკურ დებატს, ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა.

გახარიამ შეძლო 20 ივნისის მერე გამხდარიყო პრემიერ მინისტრი, შეძლო ასეთი რაღაც გიკავშირდებოდეს და შენ უტიფრად დაწინაურდე.

ჩემი კითხვა მის მიმართ რიტორიკული იყო, უბრალოდ მაინტერესებს რად უნდა გიღირდეს ადამიანს, რომ ამ ყველაფრის ხარჯზე ბიძინა ივანიშვილს ემსახურებოდე. ნამდვილად გასაკვირია“, - განაცხადა ხოშტარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იუდიტ პოლგარმა უნგრეთის პრეზიდენტობის შეთავაზება უარყო
უკრაინის პრემიერი: საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მლნ დოლარს გამოუყოფს
ოკუპირებულ ყირიმში ღამით ხანძრები და აფეთქებები დაფიქსირდა
დონალდ ტრამპმა კანადურ იმპორტს 50%-იანი ტარიფები დაუწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics