13:28 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-26 17:38:42, 1951 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერის განცხადებით, სამართალდამცავმა სისტემამ უმოკლეს ვადაში უნდა მოახერხოს გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობის გამოძიება

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სამართალდამცავმა სისტემამ უმოკლეს ვადაში უნდა მოახერხოს გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობის საქმის გამოძიება.

როგორც გახარია აღნიშნავს, რომ ქვეყანაში სამართალდამცავმა სისტემამ სრულად უნდა უზრულნველყოს ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება, რადგან ესაა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციისა და უსაფრთხობეის მაჩვენებელი.

„პირველი, რომ სამართალდამცავმა სისტემამ მძიმე დანაშაული აღკვეთა. მეორე, რა თქმა უნდა, სამართალდამცავმა სისტემამ სრულად უნდა უზრულნველყოს ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება, ყველანაირი კითხვის ნიშნის გარეშე, ესაა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციისა და უსაფრთხობეის მაჩვენებელი. მესამე, სამართალდამცავმა სისტემამ უმოკლეს ვადაში უნდა მოახერხოს ამ საქმის გამოძიება, რომ მოქალაქეს მიაწოდოს ღია ინფორმაცია იმისთვის, რომ ქვეყნის მტრებს არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, არ მივცეთ იმის საშუალება, რომ ამ საკითხით სპეკულირება მოახდინონ“, -  განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იუდიტ პოლგარმა უნგრეთის პრეზიდენტობის შეთავაზება უარყო
უკრაინის პრემიერი: საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მლნ დოლარს გამოუყოფს
ოკუპირებულ ყირიმში ღამით ხანძრები და აფეთქებები დაფიქსირდა
დონალდ ტრამპმა კანადურ იმპორტს 50%-იანი ტარიფები დაუწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics