|
2020-06-26 17:24:51, 1842 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ოპოზიციას - მე, მაკო გომურის სახელს, თქვენსავით დღეში ასჯერ არ ვიყენებ - ეს არის ჩვენს შორის მორალური სხვაობა
თქვენ რატომ არ წუხხართ იცით უფრო მეტად? იმიტომ რომ იმდენად ამორალურად იქცევით, რომ ადამიანების ტრაგედიას პოლიტიკურად იყენებთ და მე არ ვიყენებ, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციის წარმომადგენლებს 20 ივნისთან დაკავშირებულ შეკითხვებზე. მისივე თქმით, მაკო გომურის სახელს ის დღეში ასჯერ არ ასახელებს, როგორც ოპოზიცია და სწორად ეს არის მათ შორის არსებული მორალური სხვაობა. „სამწუხაროა, რომ ადამიანები დაშავდნენ, უკიდურესად სამწუხაროა და არავინ, ისე ამაზე არ წუხს, ნუ გგონიათ რომ თქვენ მეტად წუხართ, თქვენ რატომ არ წუხხართ იცით უფრო მეტად? იმიტომ რომ იმდენად ამორალურად იქცევით, რომ ამ ადამიანების ტრაგედიას პოლიტიკურად იყენებთ და მე არ ვიყენებ. მე მაკო გომურის სახელს, ასე როგორც თქვენ დღეში ასჯერ ასახელებთ, მე არ ვიყენებ და ეს არის ჩვენს შორის განსხვავება და ეს რის მორალური სხვაობა თქვენსა და ჩემს შორის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)