|
2020-06-26 16:49:16, 1727 ნახვა
პოლიტიკა
ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოდან წიგნები გაიგზავნება
ავღანეთში „წიგნის კუთხის“ შესავსებად სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკისგან წიგნები გადაეცათ. ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გამოყოფილი მხატვრული, ისტორიულ-დოკუმენტური და სამეცნიერო ლიტერატურის გადაცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა. ავღანეთში მყოფი სამხედროებისთვის წიგნებს პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი ჩაიტანს, რომელიც როტაციით საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება. თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2017 წელს გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, ბიბლიოთეკამ თავდაცვის ძალების რამდენიმე სამხედრო ბაზას წიგნები საჩუქრად უკვე გადასცა. წიგნის კუთხე მოეწყო ავღანეთშიც. მემორანდუმის მიზანი სხვადასხვა სახის კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობაა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)