09:49 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-08 10:54:56, 8221 ნახვა

ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 44 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 44 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

მისი თქმით, 13 ახალი გაოჯანმრთელებულიდან 3 ინფექციური საავადმყოფოდანაა.

„ჩვენს ცენტრში არ მოთავსებულა ახალი პაციენტი და რჩება ისევ 44 პაციენტი. რაც შეეხება მათ მდგომარეობას, კვლავ უცვლელია. ერთი კრიტიკული პაციენტია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუშიმ პირველი დღე იყო, როცა დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნეოდა, თუმცა კვლევების შედეგებით პროცესის სტაბილიზაცია ვერ მივიღეთ. ამიტომ, მაინც კრიტიკული პაციენტია. გვყავს ერთი მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი. მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია და ალბათ, გადაინაცვლებ საშუალო სიმძიმის პაციენტების რიცხვში. დანარჩენი პაციენტები არიან საშუალო და მსუბუქი სიმძიმის. მოზარდები გვყავდა 11 და ხუთმა დატოვა კლინიკა. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 13 გამოჯანმრთელებულებულს შორის 3 ჩვენი პაციენტია და სულ 82-ს შეადგენს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics