ლევან დავითაშვილმა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში დაფინანსებული ახალი საწარმო გახსნა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, შიდა ქართლის გუბერნატორთან კახა სამხარაძესთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორ მამუკა კვარაცხელიასთან ერთად, ქარელის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თევზის გადამამუშავებელი საწარმო, შპს „ახალი თევზი“ გახსნა.