აგულაშვილი: ჩემთან საუბარში გოგი თოფაძე უარყოფს, რომ არჩევნების გაყალბებაში თინა ხიდაშელს ბრალი დასდო
გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, დეპუტატ გოგი თოფაძეს პირადად ესაუბრა და ის უარყოფს, რომ საგარეჯოს მაჟორიტარული არჩევნების გაყალბებაში თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს ბრალი დასდო.