მიშველაძე: საზოგადოებაში არის განცდა, რომ ნარკოპოლიტიკას რეპრესიული მექანიზმისთვის იყენებენ
საზოგადოებაში არის განცდა, რომ ნარკოპოლიტიკას იყენებენ რეპრესიული მექანიზმისთვის - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მიხეილ თათარაშვილის საქმეს ეხებოდა.