20:52 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია დაამტკიცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. 

სტრასბურგში შეხვედრა არ გაიმართება - საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე 6 სექტემბერს სტრასბურგში არ გაემგზავრება, - ამის შესახებ მმართველი გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ვიშეგრადის ქვეყნები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მხარდაჭერას ადასტურებენ და მას აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის მთავარ ფაქტორად მიიჩნევენ
გიორგი კვირიკაშვილი დღეს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს
ჯანელიძის განცხადებით, ევროკავშირთან დაახლოების პროცესი საქართველოს სიღრმისეული ინტეგრაციის ახალ პერსპექტივებს უხსნის

„დარწმუნებული ვართ, ევროკავშირთან ყოვლისმომცველი დაახლოების პროცესი სიღრმისეული ინტეგრაციის ახალ პერსპექტივებსგაგვიხსნის" - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქ. ბუდაპეშტში „ვიშეგრადის ოთხეულისა" და „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი 1-5 სექტემბერს გაიმართება

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსი დასრულდა.

 

ჯანელიძე: რუსეთთან მიმართებით, არც ერთი ნაბიჯი მთავრობის მხრიდან დამალული არ ყოფილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ქვეყნის ყველა უწყება მუშაობდა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, რათა ბორჯომის ხეობაში სტიქიურ უბედურებასთან გასამკლავებლად ყველა რესურსი ყოფილიყო  გამოძებნილი.

NDI-ს გრძელვადიანი დამკვირვებლების დელეგაცია საარჩევნო პროცესებს დააკვირდება

საქართველოში 21 ოქტომბერს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს  NDI -ის გრძელვადიან დამკვირვებელთა დელეგაცია დააკვირდება.

გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთს ეწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთს ეწვია.

 

ცესკო: მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია, რომელიც საარჩევნო გარემოს მიზანმიმართული დაზიანების მცდელობის ნიშნებს შეიცავს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რამდენიმე დღეა  მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია, რომელიც  საარჩევნო გარემოს მიზანმიმართული დაზიანების მცდელობის ნიშნებს შეიცავს.

წულუკიანი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი ყოფილი მინისტრები დაიბაროს, რომლებმაც 2008 წელს ტერიტორიები დაკარგეს

„ალბათ უმჯობესი იქნება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი ის ყოფილი მინისტრები დაიბაროს პარტიის ოფისში და მოკითხოს პასუხი და უმაღლესი ხელისუფლების პირები, რომლებმაც დაკარგეს ტერიტორიები სწორედ იმ ავბედითი ომის დროს 2008 წელს“,-ასე გამოეხმაურა  იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საგარეო საქმეთა მინისტრის პარლამენტში მიწვევის საკითხს, რომელიც რუსეთისთვის სტიქიასთან საბრძოლველად დახმარების თხოვნას ეხება.

 

უსუფაშვილი: ხელისუფლებას რომ ჰქონოდა რეზერვში რუსეთისგან დახმარების მიღების საშუალებაც, ამაში ცუდს ვერ ვხედავ

„თუ საქმეს დასჭირდებოდა,  საქართველოს ხელისუფლებას ჰქონოდა რეზერვში  რეზერვში რუსეთისგან დახმარების მიღების საშუალება ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“,-ამის შესახებ ჟურნალისტებს „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ბორჯომის ხეობაში სტიქიასთან საბრძოლველად, რუსეთისგან შემოთავაზებული დახმარების საკითხის კომენტირებისას  განუცხადა. 

23 პოლიტიკური პარტია ცესკოს ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამაში ჩაერთო
გერმანიის სახელმწიფო მინისტრი: გერმანია- საქართველოს ურთიერთობა მხოლოდ პოლიტიკურ დიალოგზე არაა დამყარებული

"საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ფრანკფურტსა და ბად ჰერსფელდში ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მჭიდრო და საიმედოა ურთიერთობა გერმანიასა და საქართველოს შორის. ეს არის პოზიტიური სიგნალი მომავლისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არ არის დამყარებული მხოლოდ პოლიტიკურ დიალოგზე, არამედ ეს არის ერთგვარი შესაძლებლობა  სამოქალაქო საზოგადოების, კულტურის, მედიის, სამეცნიერო და ბიზნეს წრეების წარმომადგენელთათვის რათა მათ მონაწილეობა მიიღონ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაუმჯობესებაში" - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრმა მიხაელ როტმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კახა კალაძის საარჩევნო შტაბი დღეს ოფიციალურად გაიხსნება
სუს-ი: ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარეობს რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნები, ასევე იყო მცირე ხანძარიც

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნები, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics